მასწავლებელმა ავტოკატასტროფისას მოსწავლეები გადაარჩინა, მისი ორი შვილი კი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 23.01.2017
ნანახია: 1904

მასწავლებელმა, რომელმაც ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან მოსწავლეები გამოიყვანა, თავისი შვილების გადარჩენა ვერ შეძლო. შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.

ავტოკატასტროფას 16 ადამიანი ემხვერპლა, 7კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტობუსი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საფრანგეთიდან ბრუნდებოდა. მას უნგრული ლიცეუმის მოსწავლეები გადაყავდა.

ავტობუსი გზიდან გადავიდა, ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. დიერდ ვიგმა ბავშვების უმეტესობის გამოყვანა მოასწრო, თუმცა მისი 30 წლის ვაჟი და 18 წლის ქალიშვილი დაიღუპნენ. თავად მასწავლებელმაც სხეულის სერიოზული დამწვრობა მიიღო.

ავტოკატასტროფის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად მძღოლის შეუძლოდ ყოფნა სახელდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე