საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რუმინელ ანალიტიკოსს, მოლდოვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, რადუ მაგდინს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 20.01.2017
ნანახია: 1309

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, მის მოადგილესთან, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად, რუმინელ ანალიტიკოსს, მოლდოვისპრემიერ-მინისტრის მრჩეველს, რადუ მაგდინს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების, ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს დაახლოების, საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, ასევე, ამერიკისშეერთებულ შტატებსა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების საკითხები მიმოიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მათ შორის საუბარი შეეხო ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების კონტექსტში არსებულ დღის წესრიგსა და მისიგანხორციელების პროცესს.

შეხვედრაზე სტუმარმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერების და ამ პროცესში მეტი ეფექტიანობისმიღწევის მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნო.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე