სპორტის სასახლეში ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 20.01.2017
ნანახია: 1394

თბილისის სპორტის სასახლეში ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა მიმდინარეობს. რეგისტრაცია 6870-მა დელეგატმა გაიარა. ისინი პოლიტსაბჭოს წევრებს და თავმჯდომარეებს აირჩევენ.

ყრილობაზე არ აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. ენმ-ის წევრების თქმით, ეს პოსტი ვაკანტური დარჩება იქამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი პოლიტდევნილია. ასევე, არ აირჩევენ ახალ გენერალურ მდივანს და ამ თანამდებობას ვანო მერაბიშვილი შეინარჩუნებს.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე