მელბურნში ავტომობილმა ადამიანთა ჯგუფს გადაურა - დაიღუპა 3 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:46 | 20.01.2017
ნანახია: 1380

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში  მძღოლმა ავტომობილით ადამიანების ჯგუფს განზრახ გადაურა, თუმცა  შემთხვევას ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ შტატის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცნობილია, მელბურნის ცენტრში ავტომობილი ხალხში შევარდა. ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. სამართალდამცველთა თქმით, მძღოლი დაკავებულია და ქალაქს საფრთხე არ ემუქრება.

ადგლიბროვი მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტის დროს ისმოდა სროლის ხმაც, რომელიც ბოროტმოქმედის დაკავებას მოჰყვა.

ამ დღეებში მელბურნში მიმდინარეობს ავტსრალიის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში, რის გამოც ქალაქში ათასობით უცხოელი ტურისტი იმყოფება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე