საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვია

საქართველო, თბილისი - 10:32 | 20.01.2017
ნანახია: 1280

საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჯანი ბუკიკიო პირველ შეხვედრას დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. 

დღესვე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს.  ვიზიტის ფარგლებში ჯანი ბუკიკიო საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება. 

თბილისში იმყოფება ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტიც. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე