პოლონეთში ნატოს 6 ათასზე მეტი სამხედრო ჩავა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 18.01.2017
ნანახია: 1284

პოლონეთში აშშ-სა და ნატოს  6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ალიანსის სამიტის გადაწყვეტილების შესასრულებლად ჩავა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა განაცხადა.

2016 წლის ივლისში ვარშავაში ნატოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილენა ალიანსის ”აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში ნატოს დანაყოფების განთავსების შესახებ. მათი ფორმირება თავის თავზე აიღეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, კანადამ და აშშ-მა.

პოლონეთის ხელისუფლება არაერთხელ აცხადებდა მოსაზღვრე კალინინგრადის ოლქში შეიარაღების განთავსების გამო რუსული საფრთხის არსებობის შესახებ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე