საქართველოს სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 18.01.2017
ნანახია: 1278

20 იანვარს თბილისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა.

დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი დასაკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.

ვიზიტის პირველ დღეს, კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის დელეგაციასაპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს" და უმცირესობაში შემავალ ფრაქციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე