მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული გორილა მოკვდა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 18.01.2017
ნანახია: 1578

აშშ-ში მოსფლიოში ყველაზე ხანდაზმული გორილა მოკვდა. ის 60 წლის იყო. ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის ზოოპარკში განაცხადეს, რომ მკვდარი გორილა დილით აღმოაჩინეს.

კოლოს სხეულს კრემაციას ჩაუტარებენ და ზოოპარკში დამარხავენ.

კოლო 1956 წელს დაიბადა. ის პირველი გორილა გახდა მსოფლიოში, რომელიც თავისუფალ გარემოში არ დაბადებულა. ზოოპარკში კოლოს შეუძლოდ ყოფმა არ შეუნიშნავთ, იმის მიუხედავად, რომ მას ცოტა ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთეს.

კოლომ 20 წლით იმაზე მეტ ხანს იცოცხლა ვიდრე გორილები საშუალოდ ცოცხლობენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე