50-ზე მეტი კონგრესმენი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს

საქართველო, თბილისი - 11:02 | 18.01.2017
ნანახია: 1286

50-ზე მეტი კონგრესმენი დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება.

კონგრესმენები თავიანთ გადაწყვეტილებას ტრამპისა და კონგრესმენ ჯონ ლიუისის კამათით ხსნიან. ლიუისი ცნობილია სამოქალაქო უფლებების დამცველად, ის დღეს ამერიკელებისთვის გმირი გახდა.

ლიუისმა ტრამპს ”არალეგიტიმური პრეზიდენტი” უწოდა საარჩევნო კამპანიაში რუსეთის ჩარევის გამო. საპასუხოდ ტრამპმა ”ტვიტერში” დაწერა, რომ ეს მხოლოდ ყბედობაა.

კონგრესმენების უმეტესობა მიიჩნვს, რომ ტრამპის სიტყვები ლიუისის უპატივცემულობაა. კონგრესმენმა ქეით ელისონმა კი ტრამპი ”დაყოფისა და სიძულვილის პოლიტიკის” გატარებაში დაადანაშაულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე