ბელარუსში ყინვამ 47 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 17.01.2017
ნანახია: 1265

ბელარუსში ყინვამ ზამთარში 47 ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა სავკომ განაცხადა.

მისივე თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

სულ ბოლო 2 თვის განმავლობაში კლინიკებში გაყინვის ნიშნებით 1200-მდე ადამიანი მოხვდა.

230 მათგანს სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე