პოლონეთში ყინვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 17.01.2017
ნანახია: 1446

ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში ძლიერი ყინვისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ორი თვის განმავლობაში სხეულის გადაციების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა.

პოლონეთში ტემპერატურის მკვეთრი დაცემა იანვრის პირველი ნახევრიდან დაიწყო. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა მალოპოლსკის რაიონში, სადაც თერმომეტრმა -37 გრადუსი აჩვენა.

მეტეოროლოგების მონაცემებით, აღმოსავლეთ პოლონეთში ტემპერატურა დღეს მინუს 6 გრადუსამდე დაიკლებს, კარპატებში კი 10 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე