ერაყში ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:23 | 17.01.2017
ნანახია: 1193

მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა ერაყში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად მოსულის სიახლოვეს მდებარე ქალაქი ტელ-კაიფი გახდა.

დანაღმული ავტომანქანა ქალაქის ხალხმრავალ რაიონში აფეთქდა, რასაც 14 მშვიდობიანი მცხოვრები და ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.

რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე