ბათუმის მოცეკვავე და მუსიკალური შადრევნები ფუნქციონირებას წყვეტენ

საქართველო, თბილისი - 17:30 | 16.01.2017
ნანახია: 1190

ბათუმის მოცეკვავე და მუსიკალური შადრევნები დროებით გაჩერდება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ცენტრალური შადრევნების გაწმენდითი სამუშაოების გამო, ავზებიდან ხდება წყლის გადინება.

„რის გამოც მუსიკალური შადრევნები ორი დღის განმავლობაში შეწყვეტს ფუნქციონირებას. გაწმენდითი სამუშაოების დამთავრებისთანავე შადრევნების მუშაობა აღდგება", - აღნიშნულია ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე