გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის

საქართველო, თბილისი - 13:09 | 16.01.2017
ნანახია: 1298

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა(36%) მიიჩნევს, რომ საქართველოში ვითარება საერთოდ არ იცვლება. 

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 27% აცხადებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. 
გამოკითხული მოსახლეობის 5%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე