ყირგიზეთში ავიაკატასტროფის შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 12:38 | 16.01.2017
ნანახია: 1294

მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა ყირგიზეთში. თურქული სატვირთო თვითმფრინავი მანასის აეროპორტის სიახლოვეს, ბიშკეკის დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. შედეგადაც, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა.მათ შორის ეკიპაჟის 4 წევრი და ადგილობრივი მაცხოვრებლენი. არიან დაშავებულებიც. დაზიანებულია 15 საცხოვრებელი სახლი. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დგინდება.  





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე