დეტროიტის ავტოსადგურში ძლიერი ხანძრის შედეგად შენობის სახურავი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 14:08 | 13.01.2017
ნანახია: 1304

ამერიკის მიჩიგანის შტატის ქალაქ დეტროიტის ავტოსადგურში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. იწვის რამდენიმე ავტობუსი. სადგურის შენობის სახურავი კი მთლიანად  ჩამონგრეულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი ავტობუსების პარკის ტერიტორიაზე გაჩნდა. მეხანძრეების განცხადებით,  დაიწვა რამდენიმე ავტობუსი. მათ შემთხვევის ადგილიდან  ცეცხლომოკიდებული ავტობუსები გაიყვანეს, რათა ხანძარი სხვა ავტომობილებსა და დიზელი საწვავით დატვირთულ ავზებს არ მოჰკიდებოდა.

ქალაქის საგანგებო სამსხაურმა ავტობუსების პარკის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.

ტელერახ fox2-ის რედაქტორმა ”ტვიტერში” დაწერა, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქების ხმა გაისმა. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე