უკრაინაში ტელეარხი ”დოჟდი” აკრძალეს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 13.01.2017
ნანახია: 1358

უკრაინის ტელე და რადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ პროვაიდერებს დაავალა რუსული ტელეარხის ”დოჟდის” რეტრანსლაცია ერთი თვის განმავლობაში შეწყვიტონ. ტელეარხის დაბლოკვის მიზეზი ”დოჟდის” მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება და რუსული რეკლამების გაშვება გახდა.

 ”ტელეარხის ეთერში ადმინისტრაციული საზღვარი ხერსონასა და ყირიმის ავტონომიურ რესბუბლიკას შორის აღნიშნული იყო, როგორც უკარაინა-რუსეთის საზღვარი”, -განაცხადა ეროვნული საბჭოს წევრმა სერგეი კოსტინსკიმ.

”დოჟდის” გენერალური დირექტორის ნატალია სუნდეევას თქმით, ტელეარხი რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობს, რის მიხედვითაც ყირიმი რუსეთის ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე