სერგი კაპანაძე ენმ-ის დატოვების მიზეზებს განმარტავს
საქართველო, თბილისი - 11:04 | 13.01.2017 ნანახია: 1556
ენმ-ის ყოფილი წევრი სერგი კაპანაძე პარტიიდან წამოსვლის მიზეზებს სოციალურ ქსელში ვრცლად განმარტავს:
„დღეს, მე, ბევრ ჩემს თანაგუნდელთან ერთად ვემშვიდობები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. რეალურად ენმ გაიყო. დამრჩენები - დარჩნენ. ჩვენ კი ერთად ვქმნით ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომლის შესახებ უფრო მეტს შეიტყობთ ძალიან მალე. ამ გაერთიანებაში იქნებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, დათო ბაქრაძე, ლაკა ხოშტარია, ოთო კახიძე, გიორგი ტუღუში, სერგო რატიანი და ბევრი სხვა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, ასევე ბრძოლაში გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელთაც უნდათ ქვეყნის წინსვლა, და რომლებმაც ბევრი რამ დადეს ბოლო წლებში იმისთვის, რომ დღეს უკეთესი იყოს საქართველო. სწორედ ამ ადამიანების სახელს უკავშირდება იმ წარმატებების უმრავლესობა, რაც ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა.
ვემშვიდობებით ენმ-ს იმიტომ, რომ გაგვიჩნდა პრინციპული შეუთავსებლობა ენმ-ის დამფუძნებელთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც მიაჩნია, რომ ერთპიროვნულად უნდა მართოს პარტია უკრაინიდან. ჩვენ არ ვახდენთ მიშას როლის შეფასების რევიზიას - მან მართლაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის. მაგრამ არ გვგონია, რომ მომავლის საქართველოში მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური როლი. ეს არის ჩვენს შორის ფუნდამენტური განსხვავება.
ასევე ვემშვიდობებით, იმიტომ, რომ მიშამ, ენმ-ის მომავალ ლიდერებთან (რომლებიც მალე გადაინაწილებენ პოზიციებს ენმ-ის ახალ ლიდერშიფში) ერთად გადაკვეთეს ყველა წითელი ხაზი, რომელიც წარმომედგინა, ან ვერ წარმომედგინა. საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ისე ადამიანურ და პროფესიულ წითელ ხაზებზე. ისინი ჯერ კიდევ აწარმოებენ ბინძურ კამპანიას ჩვენს წინააღმდეგ, რომ ჩვენ შევეკარით და მივეყიდეთ ივანიშვილს, რომ ჩვენ ვუღალატეთ თანამებრძოლებს, რომ ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენეთ ამომრჩეველს, რომ ჩვენ გავძარცვეთ პარტია და მოვიპარეთ ნივთები და ა.შ.
ისინი ჯერ კიდევ გვეძახიან ჩვენ "ბლანჟიანებს", "პეროიანებს", პირდაპირ გვლანძღავენ და გვაყენებენ შეურაცხყოფას. ჯინი, რომელიც პირადად მიშამ გამოუშვა, დააორგანიზა რა "ზიზღის ჯგუფები" ფეისბუქზე და სოციალურ მედიაში, ასევე ის ზიზღის მდინარე, რაც მან "დაქოქა" რეგიონებში სკაიპით ჩართვების შემდეგ, კიდევ დიდი ხანი იქნება გარეთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ თუნდაც ენმ-ის მომავლისთვის იქნება კარგი.
მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჩავლილი მატარებელია და ამაზე ენმ-ს მოუწევს დარდი.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე არც ერთხელ არ მიპასუხია ამ ადამიანებისთვის და არც მომავალში ვაპირებ პასუხს. ნამდვილად არ ვარ მათზე, არც ამ ზიზღის ნაკადის ორგანიზატორებზე და არც მათ შემსრულებლებზე მაღალი აზრის. მაგრამ მესმის, რომ ისინი ჩვენი ამომრჩევლები და თანამებრძოლები იყვნენ, ამიტომ მათთან პოლემიკას ყოველთვის შეგნებულად ვერიდებოდი. პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს თმენის ვალდებულება და ეს ძალიან კარგად მესმის და ამიტომაც არც მომავალში ვაპირებ ამ სიბინძურეზე ვინმეს პასუხი გავცე.
ყველა იმ ადამიანს, რომელიც ენმ-ში რჩება, მინდა წარმატება ვუსურვო, თუ ისინი ნამდვილად ივანიშვილის და ქართული ოცნების მოშორების პოლიტიკურ გზას დაადგებიან და არა მხოლოდ სააკაშვილისთვის გუნდრუკის კმევის გზას.
ყველაზე მთავარი განსხვავება ენმ-ის ამ ნაწილთან მე პირადად მაქვს იმის გამო, რომ ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები სწავლობენ იმ შეცდომებზე, რომელიც ენმ-მა დაუშვა. ეს ადამიანები ვერ ხედავენ, რომ ერთი ადამიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ერთი პოპულარულია, ბელადია, ყოფილი პრეზიდენტია, არ შეიძლება სრულდებოდეს უსიტყვოდ, მიუხედავად იმისა თუ რა სიბრძნე, თუ სისულელეა ეს იდეა.
ასეთი მიდგომა დაღუპავს, როგორც პარტიას, ისე ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში - ქვეყანას. ასევე ვერ ვხედავ, რომ ეს ადამიანები აცნობიერებენ პოლიტიკურ სისტემაში ბრძოლის მნიშვნელობას. მხოლოდ აგრესია, ინსტიტუტებზე და არჩევნებზე უარის თქმა, ისიც იმის გამო, რომ უკრაინაში მყოფ ლიდერს ასე სურს, პოლიტიკურ შედეგებს აქ ვერ მოგვიტანს. ყველა პოლიტიკურ სიტუაციას შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა სჭირდება - ამ რეალობას კი, მეშინია, რომ ენმ-ის დამფუძნებელი მოშორებულია რეალობას და ადეკვატურად აქაურობას ვერ აღიქვამს. სამწუხაროდ, აწი არც მთქმელები დარჩება.
ნებისმიერი ჩვენი მცდელობა გვესაუბრა წარსულის შეცდომებზე და შეგვეთავაზებინა ქმედითი ალტერნატივა ხელისუფლებისთვის, ამ ჯგუფის მიერ შეირაცხა, როგორც ღალატი, "თავზე ნაცრის ყრა" და წარსულის გადაფასების მცდელობა. ამ დროს საქმე მარტივადაა - თუ წარსულის შეცდომებზე არ სწავლობ, პოლიტიკური მომავალი არასოდეს გექნება. მესმის, რომ მიშასაც, და ენმ-ის ბევრ ლიდერსაც უჭირს წარსულზე საუბარი, მაგრამ ამის გარეშე, პოლიტიკური მომავალი არ იქნება.
ეს, სხვათა შორის, ეხება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, ოცნებასაც. ის შეცდომები და დანაშაულებები, რომლებიც ოცნებამ დაუშვა ბოლო ოთხ წელიწადში და კიდევ დაუშვებს შემდეგ 4 წელში, მათაც დაამძიმებს. თუ ისინი ამ შეცდომებს არ გამოასწორებენ, ისინიც ისეთივე ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე დადგებიან, როგორც დღეს ენმ.
ეს არის ჩემი ბოლო პოსტი იმ დაპირისპირების შესახებ, რაც ენმ-ში არსებობდა ბოლო თვეების განმავლობაში. ამიერიდან ჩემი ფეისბუკ აქტივობა იქნება მხოლოდ ჩვენი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და სახელით. ენმ-თან ნამდვილად არ ვაპირებ კინკლაობას, პოლემიკას და მით უმეტეს, მათთან ბრძოლას. მათ თავისი გზა ექნებათ ახალი ხელმძღვანელობის და მიშას ქვეშ, ჩვენ კი ჩვენი გზა.
თუ ეს გზები ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული - ვითანამშრომლებთ, თუ არა - არა. ჩვენი ამოცანები არ შეცვლილა - ქართული ოცნების შეცვლა და არაფორმალური მმართველობის დასრულება ამ ქვეყანაში.
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - ჩვენ გავაგრძელებთ ამ მთავრობის ოპონირებას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ, რადგან ქვეყანა დღეს არასწორ გზაზე დგას. ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, შიდა უსაფრთხოება, სიღარიბე - ეს ის გამოწვევებია, რომლებიც ყველა ჩვენგანს აწუხებს. მთავრობა კი ამ გამოწვევებს ვერ უმკლავდება. უარესიც, ივანიშვილიც და მისი მთავრობის წევრები, ამ პრობლემებს არც კი აღიარებენ - ლარზე ამბობენ, რომ "კარგად იქცევა", სიღარიბეზე ამბობენ, რომ "მცირდება", ეკონოიკაზე ამბობენ, რომ "ჯანსაღია", ხოლო საგარეო პოლიტიკას კი "პრაგმატულს" უწოდებენ. არაფორმალური მმართველობა ამ პრობლემებს კიდევ უფრო მწვავეს ხდის. ჩვენი ამოცანაა, სწორედ ამ მოჯადოებული წრის გარღვევა და "ოცნების" დამარცხება.
და ბოლოს, ჩვენი სურვილია, რომ დავასრულოთ მუდმივი დაპირისპირება, ქიშპობა, სიძულვილი და ზიზღი ქართულ პოლიტიკაში. სადაც შესაძლებელია თანამშრომლობა, რომელი პოლიტიკური ძალაც არ უნდა იყოს ეს, თუ ეს ქვეყნის ინტერესებში იქნება, ჩვენ მასთან ვითანამშრომლებთ. ხოლო იქ, სადაც ვხედავთ, რომ ქვეყნის ინტერესები ილახება, როგორც ეს დღეს ხდება, ვიქნებით შეურიგებელი.
მოკლედ, წარმატებები მინდა ვუსურვო, როგორც ჩვენს ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას (სახელს მალე გეტყვით :) ), ისე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
პატივისცემით“, - წერს სერგი კაპანაძე.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















