დამასკოში თავდასხმას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 13.01.2017
ნანახია: 1336

სირიის დედაქალაქში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. 

არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი დამასკოს ყველაზე მეტად დაცულ უბანში აიფეთქა, სადაც უმეტესად ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებია განლაგებული. 

უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მომხდარის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.  

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე