ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს - მარია გაბრიელი

საქართველო, თბილისი - 14:33 | 12.01.2017
ნანახია: 1436

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი LIBE - ს მიერ, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას "ტვიტერში" ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპარლამენტი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

,,საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით ევროპარლამენტი აგზავნის მტკიცე სიგნალს, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს”, - წერს მარია გაბრიელი.

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე