ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 12:51 | 12.01.2017
ნანახია: 1434

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტი (LIBE)  საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.  საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 42-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ორმა დეპუტატმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

როგორც LIBE-ს კომიტეტის "ტვიტერის" ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭისყრა თებერვალში გაიმართება. ამჟამად პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის განხილვის სავარაუდო თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

LIbE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ევროკავშირის საბჭოს მუმდივ წარმომადგენელთა კომიტეტმა (Coreper) 13 დეკემბერს დაადასტურა ევროპარლამენტთან აღნიშნულ საკითხზე მიღწეული შეთანხმება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე