სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 14:53 | 11.01.2017
ნანახია: 2188

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი „ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პრაიმნიუსჯორჯია" უცვლელად გთავაზობთ.
"მივესალმები პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას, შეისწავლონ „ვარდების მოედნის" ქვემოთ მდებარე ბარებსა თუ სხვადასხვა ობიექტში, არსებული სიტუაცია.
აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის მთაწმინდის, მაჟორიტარულ ოლქს. ჩემთვის, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისთვის და ასევე ამ უბნის მაცხოვრებლებისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთან, მოსახლეობისგან არა ერთხელ გამოითქვა წუხილი და უკმაყოფილება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. 
მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და მოახდინოს რეაგირება", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე