კვირიკაშვილი პროსტიტუციაზე საუბრობს - „ვარდების მოედნის“ ქვეშ, სამწუხარო რეალობაა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 11.01.2017
ნანახია: 1367

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე გარკვეულ კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ კლუბებში, რომლებზეც იყო საუბარი მთავრობის სხდომაზე პროსტიტუციაა და ქართველი მამაკაცი ამ ყველაფერს ვერ აიტანს.

„ვარდების მოედნის“ ქვეშ, სადაც არის ძალიან სამწუხარო რეალობა. მე ვახსენე, რომ ადგილობრივ, ქართული ეროვნების მამაკაცებს არ უშვებენ და რატომღაც მოხდა ინტერპრეტირება, თითქოს მე ვზრუნავ იმაზე, რომ ქართველი მამაკაცები შეუშვან ღამის კლუბებში. არა მეგობრებო, ძალიან სამწუხაროა, თუ ეს ვინმემ ასე გაიგო, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ჩემთვის სამწუხარო ხდება ამ კლუბებში ის, რომ იქ არის პროსტიტუცია, მათ შორის ჩვენი არასრულწლოვანი მოქალაქეების. არც ერთი ქართველი მამაკაცი არ მოითმენს იმას, რაც იქ ხდება და სწორედ ამიტომ არ ხდება ქართველი მამაკაცების შეშვება ამ კლუბებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მედიამ სხდომაზე გაკეთებული განცხადება არასწორად გაიგო და დამატებითი განმარტებაც სწორედ ამიტომ გახდა საჭირო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე