ალაბამელი თავდამსხმელი, რომელმაც მძევლები აიყვანა, დაკავებულია

საქართველო, თბილისი - 11:05 | 11.01.2017
ნანახია: 1277

აშშ-ის პოლიციამ შეიარაღებული პირი დააკავა, რომელსაც ქალაქ ტუსკალუზასში, საფინანსო დაწესებულების განყოფილების შენობაში მძევლები ჰყავდა აყვანილი.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში სულ 8 ადამიანი იმყოფებოდა.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, სამართალდამცველები შენობაში შეიჭრნენ და დამნაშავე დააკავეს.

სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, მძევლების აყვანის მოტივი საფინანსო დაწესებულების ძარცვა იყო.

საკრედიტო დაწესებულების შენობა ალაბამას უნივერსიტეტის კამპუსის გვერდით მდებარეობს, ამის გარდა იმავე ტერიტორიაზე განთავსებულია რამდენიმე რესტორანი და ოფისი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე