ქაბულში აფეთქებებს 21 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:25 | 10.01.2017
ნანახია: 1228

ავღანეთის დედაქალაქში ტერაქტების სერია განხორციელდა. ქაბულში მომხდარ 2 აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა, 70-მდე კი დაშავდა.

ტერორისტთა სამიზნე ამჯერად პარლამენტის შენობა გახდა, სადაც თავი ჯერ თვითმკვლელმა აიფეთქა, შემდეგ კი დანაღმული მანქანა აფეთქდა.

მანამდე ავღანეთის სამხრეთით, ქალაქ ლაშქარგახის რაიონში მომხდარმა აფეთქებამ 7 ადამიანი შეიწირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე