თოვლმა სტამბოლში მეჩეთის სახურავი ჩაანგრია - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 17:31 | 10.01.2017
ნანახია: 1314

უბედური შემთხვევა თურქეთში. უხვთოვლობის გამო ატაკეის რაიონში, მეჩეთის სახურავი ჩაინგრა. ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10-მდე კი დაშავდა. თურქულ მეგაპოლისში უკვე მეოთხე დღეა თოვს. რიგ მონაკვეთებზე თოვლის საფარის სიმაღლე 130 სანტიმეტრს აჭარბებს.

სტამბოლში სასწავლო პროცესი შეწყდა და სამუშაო საათები შეამცირეს. გადაწყვეტილება ქალაქის გუბერნატორმა მას შემდეგ მიიღო, რაც მეგაპოლისში უამინდობამ გადაადგილების სერიოზული პრობლემები შექმნა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მუშაობს. მოყინულ გზებზე გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები. ქალაქის მერიამ სტამბოლში ტრაილერების გადაადგილება აკრძალა. ბოსფორის სრუტეში შეწყვეტილია სანაოსნო მიმოსვლა, აეროპორტებში კი 1400-მდე რეისი გადაიდო.

მეტეოროლოგების განცხადებით, ბოლო დღეებში სტამბოლში ნალექის რეკორდული რაოდენობა მოვიდა და უამინდობა კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე