მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო...
საქართველო, თბილისი - 11:38 | 07.07.2016 ნანახია: 22718საიას იურისტი ნინო ბაღაშვილი მაგდა პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებას ბლოგს უძღვნის, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი. ბლოგს გთავაზობთ უცვლელად:
„პ.ს. დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ბლოგი არ ეხება მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილ დანაშაულს და არც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს. ეს ბლოგი საზოგადოებაზეა, პაპიძის დანაშაულობის მიღმა არსებულ საზოგადოებაზე, რომელმაც სასამართლო პროცესების დაწყებამდე და მტკიცებულებების გამოკვლევამდე გამოიტანა განაჩენი.
ხდება ასე, რომ ქმრები კლავენ ცოლებს, ცოლები ქმრებს, დედები შვილებს და მაგდა პაპიძის საქმე არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, სამწუხაროდ. თუმცა, აღნიშნული პროცესი ნამდვილად უპრეცენდენტოა თავისი რეზონანსით მედიასა და საზოგადოებაში. 2015 წლის 20 დეკემბრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა თუ როგორ მოკლა 25 წლის გოგომ ქმარი და მცირეწლოვანი შვილი. რა თქმა უნდა, იმაზე დიდი ტრაგედია არაფერია, როცა დედა შვილს კლავს და ეს დანაშაულიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმე და სენსიტიურია ყველასთვის. თუმცა, მაგდა პაპიძის საქმის გარშემო დატრიალებულმა ამბებმა, სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა წარმოაჩინა, რომლის საფუძველიც ჩვენში ღრმად გამჯდარი და დალექილი სტერეოტიპებია.
პაპიძის საქმე არის ამბავი საზოგადოებაზე, რომელსაც შეუძლია ძალიან მარტივად, დაუფიქრებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ბოლომდე გაწიროს ადამიანი, ისე რომ გადარჩენის გზაც არ დაუტოვოს. ეს არის ამბავი არაპროფესიონალ და არაჰუმანურ მედიაზე, რომელსაც შეუძლია უდიდესი ტრაგედია ჩვეულებრივ, ტაბლოიდურ, ყვითელ თემად აქციოს. და რაც მთავარია, ეს არის ამბავი მორალისტურ საზოგადოებაზე, რომელიც თავადვე ხდება ტყვე მორალური თუ სტერეოტიპული წარმოდგენების და ქმნის შერჩევითი სამართლიანობის პრეცენდენტებს.
გიფიქრიათ რა მოხდებოდა, მაგდა პაპიძე რომ უდანაშაულო ყოფილიყო?...
პ.ს. ოფიციალური მონაცემებით 2014 წელს 34 ქალის მკვლელობა მოხდა, სადაც მინიმალური სასჯელი იყო ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხოლო მაქსიმალური 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 3 შემთხვევაში. 2 საქმეზე მსჯავრდებულს ფსიქიკური აშლილობის გამო სასჯელის მოხდა დაუდგინდა სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ საქმეებიდან უმრავლესობა ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს არც სმენია, არ დაინტერესებულა სათანადოდ დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები. დანაშაული კი, ვინც არ უნდა იყოს მსხვერპლი, დანაშაულია და დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს სამართლიანად. უპირველესად ეს უნდა იყოს საზოგადოების მოთხოვნა და ინტერესი დანაშაულების მიმართ არ უნდა იყოს შერჩევითი, რადგან სამართლიანობა ადამიანობის გარეშე ნაჯახია და ადამიანობა სამართლიანობის გარეშე უზნეობა“.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა