დღეს, ევროპის მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება

საქართველო, თბილისი - 10:22 | 10.06.2016
ნანახია: 1209

10 ივნისს, საფრანგეთში, ევროპის მე-15 საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. ჩემპიონატის გახსნის პირველ მატჩში ერთმანეთს  საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან. შეხვედრის ტრანსლირებას, ისევე როგორც ჩემპიონატის ყველა მატჩის საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

ევროპის ჩემპიონატის მატჩები, რომელსაც საფრანგეთი უკვე მესამედ უმასპინძლებს, ქვეყნის ათ ქალაქში გაიმართება.

"ევრო 2016" პირველი ევროპის ჩემპიონატია, რომლის ფინალურ ეტაპზეც 24 გუნდი იქნება  წარმოდგენილი. მანამდე ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობდა.

ამჟამად ევროპის ჩემპიონატის ტიტულს ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ფლობს.

ჩემპიონატი 10 ივლისს დასრულდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე