საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში გრძელდება (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 16:07 | 09.06.2016
ნანახია: 1680

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის პირველ დღეს, დავით უსუფაშვილმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები ქვეყნის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ნორბერტ ლამერტთან, ბერლინის ფედერალური მიწის პარლამენტის პრეზიდენტთან, რალფ ვილანდთან და გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში,ქრისტოფ ჰოისგენთან გამართეს. დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს, მოგვიანებით კი დავით უსუფაშვილი სიტყვით წარდგა ჰაინრიხ ბიოლის ფონდში

პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიზიტის პირველ დღეს გამართული შეხვედრები მედიასთან შეაჯამა. მან კომენტარი გააკეთა ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა.





პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე