ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მიღება გაიმართა
საქართველო, თბილისი - 14:44 | 09.06.2016 ნანახია: 16912016 წლის8 ივნისს აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებაგაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს მხრიდან მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმამიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. აშშ-ს მხრიდან სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ტონი ბლინკენმა (Tony Blinken), თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ელისა სლოტკინმა (Elissa Slotkin), და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა გეილ სმითმა (Gayle Smith).
ღონისძიებაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობას.
„ძალიან ემოციურია, რომ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ვაშინგტონში საქართველოს 800-ზე მეტი მეგობარი შეიკრიბა. ეს ადამიანები სხვადასხვა უწყებიდან, სხვადასხვა დროს საქართველოს გვერდით იდგა. იმ პროგრესში, რასაც საქართველომ მიაღწია დიდი წვლილი მიუძღვის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობას, ამერიკელი ხალხისა და მთავრობის დახმარებას ჩვენი დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. ჩვენ ამ ურთიერთობებს ძალიან ვაფასებთ და მომავალ წლებს დიდი პერსპექტივით ვუყურებთ. ჩვენ ხალხებს შორის მეგობრობის ძალიან მტკიცე საფუძველია ჩაყრილი და ეს პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრმა.
ღონისძიების ფარგლებში ღირსებისორდენითდაჯილდოვდნენსაქართველოსმეგობართაჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარე კონგრესმენი თედპო (Ted Poe), აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი (Bruce Andrews) და ჰეპატიტი C ელიმინაციის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, აშშ-ს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი (Anthony Fauci).
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღების ფარგლებში სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგა მომღერალი ნინო ქათამაძე და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, ასევე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი „Dancing Crane Georgian Cultural Center“.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები, მათ შორის გათამაშდა დასასვენებელი საგზურები საქართველოში, ქართული ღვინო და სასაჩუქრე კომპლექტი.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















