პრემიერ–მინისტრმა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა
საქართველო, თბილისი - 14:17 | 09.06.2016 ნანახია: 1708
ცვალებად გლობალურ ენერგოგარემოზე, მის ზეგავლენასა და გლობალიზაციის არსებულ ტენდენციებზე ექსპერტები, მეცნიერები და პოლიტიკოსები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაზე მსჯელობენ. კონფერენციას- „ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება - ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა," საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელსაც მოდერატორობას უწევდა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარი ედუარდ ჩოუ. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ ენერგეტიკულ პროექტებზე, საქართველოს სატრანზიტო როლზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე, „აბრეშუმის სარტყელის" მნიშვნელობაზე. „სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ აღვნიშნეთ პირველი ტრანზიტული პროექტის განხორციელების 20 წლის იუბილე, რომელიც გახლდათ „ბაქო–სუფსას" მილსადენი და ის იყო პირველი მილსადენი, რომელმაც საქართველო ენერგეტიკულ რუკაზე დასვა. ამის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის „ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი," „სამხრეთ კავკასიის გაზსადენი," „შაჰ–დენიზის" პროექტი, რომლითაც დამატებითი გაზი შემოდის მილსადენში. ეს მთლიანობაში 45 მილიარდი დოლარის ენერგეტიკული პროექტია, საიდანაც 2 მილიარდი პირდაპირ საქართველოში ინვესტირდება,"–განაცხადა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. მისი თქმით, აზერბაიჯანი, ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია. პრემიერ–მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოების კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. „ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ეს არის პარტნიორობა, რომელიც გრძელდება 25 წელი, მას შემდეგ საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა. ამიტომ ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, როგორიც არის „ბაქო–სუფსა", „ბაქო–თბილის–ჯეიჰანი," „ბაქო–თბილისი– ერზრუმის გაზსადენი" დიდია წვლილი აშშ–ს დახმარებისა. ამერიკა რეგიონალურად უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, ჩვენს რეგიონს გააჩნია გაყინული პროექტები, არსებობს ტერორიზმის საფრთხეები და, შესაბამისად, ამ საფრთხეების შერბილება და მასთან ბრძოლა შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე,"–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის სტაბილური პარტნიორი დასავლეთისთვის და არის კარგი ბაზა იმისთვის, რომ მოხდეს თანამშრომლობის გაფართოება აღმოსავლეთის ქვეყნებისა დასავლეთთან. კონფერენციის განიხილვის თემაა საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების -აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის როლი გლობალურ ენერგოპროცესებში. საუბარი შეეხება ევროკავშირისა და დასავლეთის ქვეყნების შესაძლებლობებს– ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლისა და ფუნქციის გაზრდას და სხვა ქვეყნებთან მისი შედარებითი უპირატესობის გაძლიერებას. ღონისძიებას, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), კონრად ადენაუერის ფონდისა (KAS) და თბილისში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით იმართება, მაკკეინის ინსტიტუტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულების დირექტორი დევიდ კრამერი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, თურქეთის ელჩი საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ესწრებიან. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- პენტაგონი ირანში ხანგრძლივი სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება - Washington Post
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















