თამაზ ურთმელიძე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 16:53 | 06.06.2016
ნანახია: 1360

თამაზ ურთმელიძე მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობს.იუსტიციის საბჭომ მისი დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო.კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია 2016 წლის 3-30 გაიმართა და სულ 131 კანდიდატი დარეგისტრირდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა კანდიდატთა სია და განაცხადა, რომ საბჭომ უკვე დაიწყო აღნიშნული კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება.ამ ეტაპზე დოკუმენტების ფორმალური შესწავლა მიმდინარეობს, შემდეგი კი გასაუბრების ეტაპი იქნება. თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, თამაზ ურთმელიძისთვის მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია 16 მაისს გავრცელდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, თამაზ ურთმელიძეს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე