იტალიის პარლამენტი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს, - ანატოლი ბიბილოვი

საქართველო, თბილისი - 10:10 | 09.10.2015
ნანახია: 2897

იტალიის პარლამენტი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს – ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი ავრცელებს.

ბიბილოვი იტალიაში პარტია სამხრეთის ლიგის თავმჯდომარეს შეხვდა. მატეო სალივანმა მას პირობა მისცა, რომ საკითხს პარლამენტში კენჭისყრაზე დააყენებს, მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთის ლიგა საკანონმდებლო ორგანოში უმცირესობას წარმოადგენს.

ბიბილოვის თქმით, მათ საერთო ანტი გლობალისტური შეხედულებები აქვთ და ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე