ევროსაბჭოს ექსპერტები ადამიანის უფლებათა საკითხებში აზერბაიჯანთან თანამშრომლობას წყვეტენ

საქართველო, თბილისი - 10:18 | 08.10.2015
ნანახია: 2064

ევროსაბჭოს ექსპერტები ადამიანის უფლებათა საკითხებში აზერბაიჯანთან თანამშრომლობას წყვეტენ. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფში აღარ ჩაერთვებიან. 

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა. თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად აზერბაიჯანში ვითარების გაუარესება დასახელდა. 

„უფლებადამცველთა მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად გაუარესდა. ბოლო დროს სულ უფრო მეტ აქტივისტს იჭერენ. ევროსაბჭომ ციხეში მათი ყოფნის მიუღებელ პირობებზე საგანგაშო ინფორმაცია მიიღო“, - ნათქვამია საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში. 

სამუშაო ჯგუფში აზერბაიჯანის მთავრობისა და პარლამენტის წევრებიც იყვნენ გაწევრიანებული. აღნიშნული ჯგუფის წევრი იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვაც, რომელსაც 1-ელ სექტემბერს შვიდ წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე