რამდენიმე დღეში „ელიტ ელექტრონისის“ ქსელში iPhone 6S-ის რეალიზაცია დაიწყება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 21.09.2015
ნანახია: 3401

რამდენიმე დღეში „ელიტ ელექტრონისის“ ქსელში iPhone 6S-ის რეალიზაცია დაიწყება. კომპანიის PR მენეჯერი ნოკა ბაინდურაშვილი განმაერტავს, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ iPhone 6S-სა და iPhone 6S Plus-ის რეალიზაცია ოქტომბრის პირველი ნახევრიდან დაიწყება. „ელიტ ელექტრონიქსში“ ამ დროისათვის Apple-ის ახალი სმარტფონის ღირებულებას ვერ აანონსებენ, რადგანაც მისი ფასი დოლარის კურსზეა დამოკიდებული. აღ

როგორც რამდენიმე დღის უკან Apple-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე ითქვა, iPhone 6S-ს Force Touch-ის ტექნოლოგია ექნება, რომელიც Apple Watch-ზე არის გამოყენებული. Force Touch-ი iPhone 6S-ში სამდონიანი იქნება. ტექნოლოგიის ამ ვარიანტმა უკვე მიიღო ახალი სახელწოდება 3D Touch-ი. 9to5Mac-ის რედაქტორის მარკ გურმანის განცხადებით, MacBook-სა და Apple Watch-ში ეკრანზე ხელის დაჭერის ორი მეთოდია.

ახალ iPhone-ში კი 3 მეთოდი იქნება: შეხება, დაჭერა და ძლიერი დაჭერა. უვე ცნობილია, რომ iPhone 6S-თვის iOS 9-ში შესაბამისი პროგრამები იქნება. წინასწარი ინფორმაცით, iPhone 6S-ის ფასი 699 ევროდან დაიწყება. როგორც ირკვევა, iPhone 6S-ს 16, 64 და 128 GB შიდა მეხსიერება ექნება და მისი ფასიც შესაბამისად 699 ევროდან დაიწყება. 16 GB -იანი iPhone 6S-ის ფასი 699 ევრო იქნება, 64 GB -იანი iPhone 6S-ის ფასი 799 ევრო, ხოლო 128 GB-იანი iPhone 6S-ის ღირებულება 899 ევრო იქნება.

ანალოგიური მოდიფიკაციის იქნება iPhone 6S Plus-იც, რომლის ფასიც iPhone 6S-ის ფასისგან განსხვავებით 100 დოლარით ძვირი ეღირება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე