თბილისის კულტურული რევოლუცია
საქართველო, თბილისი - 14:06 | 06.10.2015 ნანახია: 2534
გარდიანში გამოქვეყნებული სტატია თბილისის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი ჩაფლულია ტრადიციებში, მაგრამ ხელოვანთა და მეწარმეთა ახალი თაობა, ელეგანტური რესტორნების, სასტუმროების, ბარებისა და გალერეების გახსნით, გვთავაზობს სიძველის ალტერნატივას.
ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელიც ასეთი სულისკვეთებით მოიცავს ეროვნულ სტერეოტიპებს, როგორც საქართველო. შეეკითხეთ საქართველოს (კავკასიაში ყოფილი საბჭოთა ქვეყანის) რიგით მკვიდრს ტრადიციების შესახებ და პასუხად მიიღებთ ენთუზიაზმით მოთხრობილ ამბავს კალორიული 12-საათიანი ქართული სუფრის შესახებ, სადაც ღვინო ერთი ამოსუნთქვით ჯიხვის რქიდან ისმება, ისმის ვრცელი სადღეგრძელოები ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სადიდებლად და მთის მწყემსები „კალაშნიკოვით“ ხელში, ხელყუმბარებიდან სვამენ ჭაჭას. დედაქალაქ თბილისში, სუვენირების დახლებზე, იყიდება თექის ქუდები და ხანჯლები. ქალაქის რესტორნების მენიუები სავსეა ყველით გაჟღენთილი ხაჭაპურებითა და ხინკლებით.
თბილისში ჯამში ხუთი წელი ვიცხოვრე და ვნახე, როგორ გარდაიქმნა მისი ისტორიული ცენტრი (თუმცა ფასები საოცრად დაბალი რჩება - ოთახი საოჯახო სასტუმროში შეიძლება იყოს სულ რაღაც 15 ფუნტი, ნორმალური კვება საშუალო დონის რესტორანში კი - ამ თანხის ნახევარი). მაწანწალა ძაღლებით სავსე, დაუგებელი ქუჩები, გადაიქცა კაფე-ბარებით სავსე რბილ ფერებში გადაწყვეტილ ბულვარებად. ძველი კაზინოებიანი რესტორნები შეცვალა ეკლექტიკურმა კვების პუნქტებმა, რომლებიც უფრო საშუალო ფენის თბილისელებს ემსახურება, ვიდრე მდიდარ უცხოელებს.
შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე კულტურული რევოლუციის წინა ხაზზე დგას - ის ეკუთვნის ახალგაზრდა თაობას, რომლის წარმომადგენლები, ხშირად უცხოეთში განსწავლული მხატვრები და მეწარმეები არიან. მათი მიზანია ააღორძინონ თბილისის, როგორც მე -19 საუკუნის კულტურული კოსმოპოლისის, სტატუსი.
„ქართველ ხალხს ცვლილებები არ უყვარს,“ ამბობს ის. „ქართველ ხალხს არ მოვწონვარ.“
გაჩეჩილაძე კვების ორ ობიექტს ხელმძღვანელობს - „კულინარიუმი“ - რესტორანი და კულინარიის სკოლა (1/17 ლერმონტოვის ქუჩაზე, +995 322 430 103) და ახლახან გახსნილი კაფე „ლიტერა“, რომელიც ძველ საბჭოთა მწერალთა სახლში მდებარეობს. ამ უკანასკნელში იგი თავისი ქვეყანის ტრადიციულ სამზარეულოს გამოწვევებს უწყობს - ამზადებს „ტარტარს“ ქართული მდინარის კალმახით და „ჩაქაფულში“ ცხვრის ხორცს ქონდრით გაჯერებული მიდიებით ცვლის.
„შეხედეთ მე-19 საუკუნის ქართული რეცეპტების ნებისმიერ წიგნს,“ ამბობს იგი. „სანამ საბჭოთა კავშირის შეზღუდვები დაწესდებოდა, ჩვენ ვიყენებდით „ბეშამელის“ სოუსს და ყველა სახის ევროპულ რეცეპტს. შეხედეთ კაფე „ლიტერას“ არქიტექტურას - მთლიანად არტ ნუვოს სტილშია. ჩვენ იდეებს საფრანგეთიდან, მთელი ევროპიდან ვიღებთ."
გაჩეჩილაძის ამბიციები გამონაკლისს არ წარმოადგენს. ძველი თბილისის პატარა ქუჩებში, რომელიც სავსეა არტ ნუვოს სტილისთვის დამახასიათებელი ანგელოზებით, ჩამონგრეული ფასადებით, ქინძის კონების გამყიდველი შავ ქვედაბოლოიანი ქალებით, გადააწყდებით ახალ გალერეებსა და ბარებს (განმასხვავებელი ნიშნების გარეშე), რომლებიც ემსახურებიან ქართველ ხელოვანებსა და ალტერნატიული გზების მაძიებლებს.
„ო მოდა მოდა“ (ბარნოვის ქუჩაზე #64-ში) ბარი და ვინტაჟური ტანსაცმლის ბუტიკი სტუმრებს სთავაზობს ტრადიციულ ქართულ სიროფს - ტარხუნის ლაღიძის ლიმონათს - მინის ძაბრისებრ ჭურჭელში, რომელიც მე-20 საუკუნის მიჯნაზე იყო პოპულარული. გაბრიაძის კაფეს (შავთელის ქ. #13-ში), სადაც მაქმანებიან ფარდებში უილიამ შექსპირის პორტრეტებია ჩაქსოვილი, მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე თოჯინების თეატრის დირექტორი მართავს. კაფე გალერეა (რუსთაველის ქ. #48-ში), ამ ცნობილ კონსერვატიულ ქალაქში არის ერთ-ერთი პირველი გეი მეგობრული ადგილი, რომელიც რეგულარულად მასპინძლობს ტანგოს საღამოებს. გასულ კვირას ქალაქში, ოსმალური სტილის ოპერასთან ახლოს მოტოციკლეტისტების პირველი ბარი - „ქროს რაიდერი“ (რევაზ ლაღიძის ქუჩა) გაიხსნა.
სიახლეები შეეხო სასტუმროების სექტორსაც. გასულ წელს, ყოფილი საბჭოთა კავშირის გამომცემლობის ოფისების ადგილას, დიზაინზე ორიენტირებული სასტუმრო „რუმსი“ გახსნა. შემორჩენილი ფრესკები დღესაც ჩანს საკონფერენციო დარბაზის ჭერზე, ხოლო დახლებზე რეტრო სტილის მრგვალციფერბლატიანი ტელეფონებია განთავსებული. შენობის ძველი ლიტერატურული წარსულის ნიშნად, თაროები დერეფანში ინგლისურენოვანი წიგნების უდიდესი კოლექციითაა გადავსებული.
სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერი ოთო ბერიშვილი „რუმსს“ „ახალი“ საქართველოს განსახიერებად თვლის, რომელიც მკვეთრად ემიჯნება მის წარსულს. „თუ ადამიანს აქვს სასტუმროში მუშაობის გამოცდილება“, - ამბობს ის, - „ჩვენ მას არ ვასაქმებთ.“ სჯერა, რომ მათ გონებაში გამჯდარი ექნებათ საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი არამეგობრული მომსახურების სტილი. „ჩვენ ვთანამშრომლობთ მუსიკოსებთან და ხელოვანებთან თეატრალური სკოლიდან.“ ბერიშვილს მოსწონს, როდესაც მისი თანამშრომლები ცვლის დასრულების შემდეგ პიესაში თამაშობენ ან ადგილობრივ კლუბში უკრავენ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისი მთლიანად გარდაიქმნა. პასტელურ ფერებში გადაწყვეტილ სახლებთან და აგურის გუმბათოვან აბანოებთან (აბანოების ბუნებრივი გოგირდის აუზებს ქართველები სამკურნალოდ თვლიან) მდგომი ტაქსის მძღოლები გამუდმებით იგნორირებას უკეთებენ პოტენციურ მგზავრებს და ნაგვის ბუნკერების თავზე დადებულ დაფებზე ნარდის თამაშის გაგრძელებას ამჯობინებენ. მე-13 საუკუნის სიონის საკათედრო ტაძარში ახალგაზრდები და ხანდაზმულები თაყვანს სცემენ მოოქროვილ ხატებს წმინდანების გამოსახულებებით; გარეთ კი წვერებიანი მართლმადიდებელი მღვდლები ცხელი თონის პურის რიგში დგანან, რომელიც სემინარიის სარდაფში ცილინდრულ ღუმელში ცხვება.
მშრალ ხიდზე კვირის ბოლოს ძველმანების ბაზრობა ეწყობა. გამყიდველები ყიდიან საბჭოთა მედლებსა და სტალინისა და ლენინის პროპაგანდისტულ პლაკატებს; ხოლო ისეთ რესტორნებში, როგორიცაა „ალანი“ (გორგასლის ქუჩა #1), სადღეგრძელოებს მხოლოდ რუსული პოპის ხმა ახშობს. ერთ-ერთ ასეთ სუფრაზე შესაძლოა, იძულებითაც აღმოჩნდეთ, როგორც ეს ერთხელ ჩემს მეგობარს დაემართა და ძალდატანებით 10 ჭიქა ჭაჭის დალევაც მოუწია.
მაგრამ არსად ისე აშკარად არ ჩანს თბილისის ორაზროვანი კავშირი თავის წარსულთან, როგორც „სოფია მელნიკოვას ფანტასტიკურ დუქან-რესტორანში“, რომელიც ქალაქის ლიტერატურის მუზეუმის უკანა ბაღში აღმოვაჩინეთ. ერთმანეთთან მკვეთრ კონტრასტში მყოფ სიძველეებსა და ძვირადღირებულ ტყავის სკამებს შორის წავაწყდი ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ აქტივისტს ცნობილ თანამედროვე ქართველ მწერლთან ერთად. გვერდით, ემიგრანტები ინგლისურის გაკვეთილებს უტარებენ ლურჯთმიან ქალებს, რომელთაც პირსინგით დამშვენებული სახეები აქვთ.
რაიმე ინოვაციურის შეკვეთის ნაცვლად, ჩემი თანმხლები მირჩევს გავსინჯო ტრადიციული ხინკალი. „მოხუცი ქალი ჰყავთ ჩამოყვანილი ხევსურეთიდან (მთიანი მხარე საქართველოში, რომელიც ცნობილია საუკეთესო ხინკლით) და იგი მთელი დღე მხოლოდ ხინკალს აკეთებს.“ ასე რომ, ადგილობრივების თქმით, ამ დუქანში საქართველოში საუკეთესო ხინკალი მზადდება.
ისეთი მეოცნებეებისათვის, როგორიცაა შეფ-მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე, სწორედ ეს კულტურული ნაზავია, ის რასაც თბილისი ჰქვია . „ხალხი ფიქრობს, რომ მე ვიგონებ კერძების ნაზავს“, - ამბობს ის,- „მაგრამ ჩვენი სამზარეული იმთავითვე გულისხმობს კულინარიულ მრავალფერონვებას.“
საუკუნეების მანძილზე არაბების, მონღოლების, სპარსების, ბერძნებისა და რუსების შემოსევებს საქართველოზე უკვალოდ არ ჩაუვლია. როგორც გაჩეჩილაძე ამბობს, ხინკალსაც კი ვერ დავარქმევთ სუფთად ქართულ კერძს „ხინკალი პირველად მონღოლებმა შემოიტანეს“.
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















