აეროპორტში სამართალდამცველებმა 51 წლის ქალბატონი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:44 | 18.04.2016
ნანახია: 1770

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულია 51 წლის ქალბატონი.  

პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 67 აბი აღმოაჩნდა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თურქეთში შეიძინა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე