გიორგი ერმაკოვი ეილათის მერს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:39 | 16.04.2016
ნანახია: 1435

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ეილათის მერს ისაკ ჰალევის შეხვდა.

 შეხვედრა გაცნობით ხასიათის ატარებდა, სადაც მხარეებმა ბათუმისა და ეილათის სამომავლო დამეგობრების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საქართველოსა და ისრაელს შორის შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთიერთობებსა და ორი ქვეყნის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. გიორგი ერმაკოვი სტუმარს ქალაქში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა და მერიის ინფრასტრუქტურული და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები, წყალმომარაგებისა და სხვა მუნიციპალური მომსახურების სპეციფიკა გააცნო. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე