გელოვანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 15.04.2016
ნანახია: 1523

საბურთალოს რაიონში, ვეძისის დასახლებაში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. კეთილმოეწყო მირზა გელოვანის ქუჩა. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილეების უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

გელოვანის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო სასმელი წყლის მილები, რომელიც კომპანია „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა შეაკეთეს. ობიექტზე მოეწყო ბორდიურები და მოასფალტდა ტროტუარები, ასევე მოხდა მიწისქვეშა ჭების ამოწევა საგზაო ნიშნულამდე.

„გელოვანის ქუჩაზე ბევრი პრობლემა იყო, უპირველეს ყოვლისა, დაზიანებული იყო საკანალიზაციო ჭები და სასმელი წყლის მილები. კომპანია „ჯივიპისთან“ ერთად ავარიული ადგილები შეკეთდა, რის შემდეგაც აქ ორფენოვანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადილემ ლუკა კანკავამ.

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები გრძელდება. ვეძისის დასახლებაში ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს მგალობლიშვილის ქუჩაზეც.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე