როგორი ამინდი იქნება უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში

საქართველო, თბილისი - 12:55 | 15.04.2016
ნანახია: 1515

საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 აპრილს საქართველოში შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +21 , + 26° გრადუსი. 16 აპრილს საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +13, +18° - მდე დაიკლებს. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატება. უამინდობა შენარჩუნდება 17 აპრილს ღამის საათებშიც, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლი და ქარბუქი. 17 პრილს დღისით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 18 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე