ლეგენდარული კობი ბრაიანტი კალათბურთს დაემშვიდობა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 14.04.2016
ნანახია: 2080

ცნობილმა ამერიკელმა კალათბურთელმა კობი ბრაიანტმა თავისი 20-წლიანი კარიერა დაასრულა.

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ბრაიანტის კლუბმა ”ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა” ”იუტა ჯაზი” 101:96 დაამარცხა.

ბრაიანტი თავისი კარიერის უკანასკნელ მატჩში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, მან 60 ქულა დააგროვა. ის ასევე სეზონის ყველაზე შედეგიანი კალაბურთელიცაა.

მთელი მატჩი ბრაიანტის წასვლას მიეძღვნა. თამაშზე აკრედიტებული იყო ასობით ჟურნალისტი. ლოს-ანჯელესში სტადიონის Staples Center-ის გარშემო ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი. მაყურებლები საყვარელი კალათბურთელისთვის აპლოდისმენტებსა და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.  

ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში მეხუთე მოთამაშეა, რომელმაც 20-ვე სეზონი ითამაშა და პირველია, რომელიც მთელი თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში ერთ კლუბში გამოდიოდა.

მან ჩემპიონის ხუთი ტიტული მოიპოვა, 18-ჯერ მონაწილეობდა NBA-ს ვარსკვლავების მატჩში, ოთხჯერ გახდა ამ შეხვედრების საუკეთესო მოთამაშე. ის ასევე იყო აშშ-ის ეროვნული ნაკრების წევრი, რომელმაც ორჯერ მოიგო ოლიმპიური თამაშები.

37 წლის ბრაიანტმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი მის კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე