ბაქო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 13.04.2016
ნანახია: 1976

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სომხეთმა ყარაბაღში გასული დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 120-ჯერ დაარღვია.
”ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ყარაბაღის ფრონტის ხაზზე სომხურმა მხარემ დღე-ღამის განმავლობაში რეჟიმი 120-ჯერ დაარღვია”, - ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამისისტრომ ასევე განაცხადა, რომ ოპერატიული ვითარების გათვალისწინებით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა 126 საპასუხო დარტყმა განახორციელეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე