თბილისი-ოდესას შორის ფრენების სიხშირე იზრდება

საქართველო, თბილისი - 11:41 | 05.10.2015
ნანახია: 1719

26 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისიდან ოდესას მიმართულებით ავიარეისების რაოდენობას გაზრდის.

როგორც აეროპორტ „ოდესაში“ აცხადებენ, ოდესა-თბილისს შორის Georgian Airways-ი რეისებს ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ორ ქალაქს შორის ავიარეისები

CRJ ტიპის ავიალიანერით შესრულდება.

შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა (აირზენა) თბილისიდან ოდესის მიმართულებით რეისების შესრულება 2015 წლის ივლისიდან დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე