Editorial - როცა აშშ-ს ჰყავს სუსტი პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 10:50 | 05.10.2015 ნანახია: 5988ვლადიმერ პუტინის ნიუ იორკში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც ჟურნალისტებმა უკვე იცოდნენ, რომ «გაეროს» შტაბბინის რუსულ სექციაში (!) რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტთა შეხვედრა გაიმართებოდა, ვაშინგტონის ოფიციოზმა სცადა, საინფორმაციო ველი იმ საკითხით შევსო, თუ ვინ გახდა შეხვედრის ინიციატორი: «პუტინმა დაჟინებით ითხოვაო», – ამტკიცებდნენ ამერიკელები.
რუსები საპასუხოდ აცხადებენ, რომ პირიქით, «ობამას ადმინისტრაციამ ითხოვა შეხვედრა და ვლადიმერ პუტინი დიდსულოვნად დათანხმდა».
დიპლომატიაში ამგვარი რამ ხშირად ხდება, როდესაც ორი დიდი სახელმწიფო უკვე აღარ მალავს წინააღმდეგობებს, უთანხმოებებს, სჭირდებათ შეხვედრა, მოლაპარაკება, თუმცა არც ერთ მათგანს არ სურს, არ აძლევს ხელს, თავად გამოიყურებოდეს ინიციატორად. ეს პრესტიჟის საკითხია. ამიტომაც ცდილობენ ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს თვითონ კი არა, მეორე მხარე იყო შეხვედრის ინიციატორი.
ამის გარკვევა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მთავარი სხვაა: ობამას თანაშემწეები დაბეჯითებით (თუმცა, მთლიანობაში, მაინც წარუმატებლად) ცდილობდნენ საინფორმაციო საბაბის შეცვლას, ესე იგი, საკითხისა და ყურადღების გადატანას იმაზე, თუ ვინ ითხოვდა შეხვედრას. არადა, ეს სულაც არ ყოფილა მთავარი. მთავარი ის იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაბეჯითებით აცხადებდა, პუტინს არ შევხვდებიო. მისი თანაშემწეები, «სფოუქსპერსონები», მაღალი რანგის ოფიციალური პირები ერთმნიშვნელოვნად ამბობდნენ: «რაკი ასე იქცევა, პუტინთან სალაპარაკო არაფერი გვაქვსო».
მაშ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ითხოვდა შეხვედრას და ვინ არა? «საერთოდ არ შევხდებიო» და მაინც შეხვდა! თანაც რუსეთის მისიაში. ანუ თვითონ ეახლა – მის ტერიტორიაზე. რატომ? იმიტომ, რომ პუტინმა იპოვა არგუმენტები (ამჯერად სირიაში, სადაც საჭადრაკო «ჩანგალი» ააგო) და მიაგნო თანამედროვე ამერიკის სუსტ წერტილს. დღევანდელი ამერიკის მთავარი სისუსტე კი მისი პრეზიდენტი – ბარაკ ჰუსეინ ობამაა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ობამა კარდინალურად ცვლის თავის პოზიციას და ეწინააღმდეგება დეკლარირებულ პრინციპებს, დაპირებებსა თუ (რაც ძალზე მნიშვნელოვანია) საჯაროდ გაჟღერებულ მუქარას. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც სირიის დიქტატორმა ბაშარ ალ ასადმა თავისი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გააჩაღა, ობამა საქვეყნოდ დაემუქრა: «თუ მმართველი რეჟიმი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება წითელი ხაზი, რომლის გადალახვას ამერიკა არ აპატიებს და სამხედრო ზომებსაც მიმართავსო».
სულ მალე გადალახა ასადმა ეს «წითელი ხაზი» და რა ამით? არც არაფერი! ამერიკამ მაინც ვერ გაბედა სამხედრო ძალის გამოყენება! რომ არ დამუქრებოდა – სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ხომ დაემუქრა?
ზესახელმწიფო ასე არ შეიძლება იქცეოდეს!
არანაკლებ თვალნათელი მაგალითია უსუსტესი რეაქცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე: ამერიკამ, ფაქტობრივად, ხელი დაიბანა და არ შეასრულა ისტორიული ვალდებულება, რაც აიღო 1994 წელს ე.წ. «ბუდაპეშტის მემორანდუმით», როდესაც კიევი დაითანხმა, უარი ეთქვა ბირთვულ არსენალზე – ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტიათა სანაცვლოდ. ეს მემორანდუმი პუტინმა საჯაროდ დახია! ანუ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მეზობელი ქვეყნის ტერიტორია პირდაპირ მიითვისა. ამერიკამ კი «გადაყლაპა», შემოიღო სიმბოლური სანქციები, უარი უთხრა უკრაინას იარაღის მიწოდებაზე და განაგრძო ბიზნესი ჩვეულებრივად.
სხვა მაგალითების მოყვანაც შეიძლებოდა. თუმცა ბევრად საინტერესოა, რა გახდა ამის მიზეზი? რატომ მიიღო ამ დიდმა ქვეყანამ ესოდენ სუსტი პრეზიდენტი? თან სუსტი არა პიროვნულად, ადამიანურად (ობამა მართლა არაორდინალური, ძალიან ნიჭიერი კაცია) არამედ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, სისტემურად. ანუ ბარაკ ობამას პიროვნულ თვისებებში სულაც არაა საქმე. პრობლემა, როგორ ჩანს, ისაა, რომ იგი ვერ იმოქმედებს სხვაგვარად რადგან... პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მილოშ ფორმანის შესანიშნავ ფილმში «რეგთაიმი» ამერიკელ შავკანიანთა ლიდერი აფრომერიკელ ტერორისტს ეუბნება: «ჩვენი ხალხის ბედი თუ გაღელვებს, ისეთი არაფერი გააკეთო, რაც მას ამ დიდ ქვეყანაში სახელს შეულახავს და პრობლემებს შეუქმნისო».
როდესაც ლამის მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებდა თვალს 2008 წლის არჩევნებს და ობამა იმარჯვებდა, ერთ-ერთი ყველაზე გაქნილი რუსი პოლიტოლოგი, «ნეზავისიმაია გაზეტას» დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი ვიტალი ტრეტიაკოვი წერდა: ჩვენთვის ობამას გამარჯვება სჯობს – ის იქნება ძალიან სუსტი პრეზიდენტი, რაკი მოერიდება მკვეთრ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკაში, რათა უნებლიეთ თავისი ხალხი (ესე იგი ამერიკის აფროამერიკელი თემი) არ დააზარალოსო.
აბსოლუტურად ზუსტი დაკვირვება იყო. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, უბრალოდ, არ იცის, როგორაა მოწყობილი ამერიკული საზოგადოება: ამერიკელები «შავკანიან პრეზიდენტს» არ აპატიებდნენ იმას, რასაც აპატიებენ «თეთრს»! უფრო ზუსტად, იმ შემთხვევაში, თუ «აფროამერიკელი პრეზიდენტი» რაიმე მკვეთრი გადაწყვეტილებით ან ნაბიჯით ამერიკას ომში, დაპირისპირებაში ჩართავდა, ამერიკული საზოგადოება ინსტიქტურად, ქვეცნობიერად გადაიტანდა თავის უკმაყოფილებას იმ თემზე, რომელსაც იგი წარმოადგენს! ეს ირაციონალური ინსტიქტია – რეალობასთან საერთო რომც არაფერი ჰქონდეს.
არადა, რაკი ამერიკელ შავკანიანებს, საუკუნოვანი ჩაგვრის შემდეგ (იხილეთ იგივე «რეგთაიმი») ეღირსათ პრეზიდენტი, ეღირსათ, იგრძნონ თავი სრულფასოვნად და თეთრების თანასწორად, რაკი აღდგა მარტინ ლუთერ კინგის «ოცნება», პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა იმედგაცრუებას და «პრობლემების შექმნას». მან ზუსტად იცოდა: რასაც აპატიებდნენ თეთრკანიან ტეხასელ კოვბოი ჯორჯ ბუშს, არ აპატიებდნენ მას და მის საბრალო ხალხს!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სხვაგვარად თუ ვიტყვით, შავკანიანის არჩევით, ამერიკამ მიიღო პიროვნულად დაკომპლექსებული პრეზიდენტი, რომელიც, სწორედ ამ მიზეზით, ერიდება მკვეთრ ნაბიჯებს, უფრთხის ერთმნიშნელოვან გადაწყვეტილებებს და მოქმედებს პრინციპით: «არა ვავნო! ოღონდ კი არა ვავნო რა!» თუნდაც სტატუს კვოს ნებისმიერ ფასად შენარჩუნებით.
ობამასთვის ეს ცხოვრებისეული გამოცდილებაა. ის ხომ იმ ეპოქაში გაიზარდა, როდესაც შავკანიანთათვის ავტობუსებში სპეციალური სკამები არსებობდა და «მაკდონალდშიც» არ უშვებდნენ. ამიტომ მისი ღირებულებები (აქედან გამომდინარე კი პრიორიტეტები) სხვაგვარადაა «დალაგებული და აწყობილი». შედეგად, ის, რაც ამერიკის უდიდესი გამარჯვება იყო რასობრივი თანასწორობის, ესე იგი, ლიბერალური, ტოლერანტული დემოკრატიის განვითარებისა და ამერიკული საზოგადოების კონსოლიდაციის თვალსაზრისით, უდიდესი მარცხი აღმოჩნდა საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ზესახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა პრესტიჟი. ბრძოლა პრესტიჟისთვის, ბრძოლა «სახის შენარჩუნებისა» და «სახის არდაკარგვისთვის» იგივეა, რაც ბრძოლა ზესახელმწიფოს სტატუსის შესანარჩუნებლად!
გეოპოლიტიკის კანონია: როდესაც ზესახელმწიფო «კარგავს სახეს», ამით აკნინებს საკუთარ სტატუსსაც, რაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას ყველა სხვა სფეროზე, ეკონომიკის ჩათვლით: თანამედროვე მსოფლიოში ხომ სწორედ სახელმწიფოებრივი პრესტიჟია უდიდესი საინვესტიციო რესურსი.
მით უმეტეს კატასტროფული აღმოჩნდა ესოდენ კეთილშობილი არჩევანი (საბრალო, დაჩაგრული ზანგი ბიჭუნას გაპრეზიდენტება) მაშინ, როდესაც ამერიკას ჰყავდა და ჰყავს ისეთი გაქნილი, ძლიერი, გამოცდილი, ეშმაკი, ცინიკოსი მტერი, როგორიცაა პუტინის რუსეთი. მოსკოვმა თავიდანვე შენიშნა შესაძლებლობათა ეს «ფანჯარა» და მიზანმიმართულად გამოიყენა კიდეც პოსტსაბჭოურ სივრცეზე პოზიციათა აღსადგენად.
ძალიან ბევრაც მიაღწია. კიდევ მეტს მიაღწევს, თუკი მომავალ არჩევნებზე ამერიკელები კვლავ უმცირესობის წარმომადგენელს აირჩევენ. ამჯერად გენდერული უმცირესობისა – ჰილარი კლინტონს. სავარაუდოდ, მასაც ანალოგიური პრობლემები თუ მოტივაციები ექნება, ანუ იმ გრანდიოზულ, ყოველმხრივ უნიკალურ ქვეყანაში მიმდინარე სოციალური ექსპერიმენტები ისევ რუსეთის მეზობელი ხალხების, მათ შორის საქართველოს თავზე გადატყდება!
Editorial
პოლიტიკა
- პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება
- ევროპელი პარტნიორები მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა, ესენი იყვნენ იყო იუჩენკო და ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას - თინა ბოკუჩავა
- გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დააჯარიმა
- საქართველოში, ახალგაზრდები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა
მსოფლიო
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
- ევროკავშირი ისრაელთან პოლიტიკრი დიალოგის შეჩერებას განიხილავს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს