ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმს აგვისტომდე გეგმავს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 11.04.2016
ნანახია: 2077

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლება რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აგვისტომდე გეგმავს. ამის შესახებ სეპარატისტების ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ”ტასს”-თან ინეტრვიუში განაცხადა.

”ჩვენ უკვე განვიხილავთ ვადებს. რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება ჯერ არ შეგვიძლია. თუმცა ეს უკვე ახლო მომავალში მოხდება, მას აგვისტომდე ვგეგმავთ”, - განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.
მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმზე გამოტანილი იქნება სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის საკითხი, რაც მათ უფლებას მისცემს მომავალში რუსეთის ხელისუფლებას შეერთების თხოვნით მიმართონ.
ე.წ. პრეზიდენტი ამბობს, რომ ე.წ. რეფერენდუმის მონაწილეთა 100 პროცენტი რუსეთთან შეერთებას მხარს დაუჭერს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე