გასულმა ღამემ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანად ჩაიარა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 06.04.2016
ნანახია: 2007

მთიან ყარაბაღში გასულმა ღამემ პირველად საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ მშვიდობიანად ჩაიარა.
როგორც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის შტაბში აცხადებენ, მთელი ღამის განმვალობაში კონფლიქტის ხაზზე შენარჩუნებული იყო ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.

მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. გაეროს მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 33 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე