სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 15,8%-ით გაიზარდა
საქართველო, თბილისი - 15:26 | 02.10.2015 ნანახია: 2262
2015 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 568,663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6%-ია.
მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 15.8%-ით არის გაზრდილი წინა წლის სექტემბერთან შედარებით.
2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა. +90,7 % ით გაიზარდა ისრაელიდან შემოსული მოგზაურების რაოდენობა, +11,2% ით - გერმანია, ირანი- +408,4%-ით, ბელარუსი +55,1% -ით, ყაზახეთი +18,9 % -ით, გაერთიანებული სამეფო +53,6% ით, ერაყი +968,9%-ით, ჩეხეთი +34,8% ით.
საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 9 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,491,039 შეადგინა, ზრდა კი 6.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,801,018 შეადგინა, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს.
ცხრა თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა (+20%), გაერთიანებული სამეფო (+17%), იტალია (+12%), გერმანია (+12%) და ლატვია (+11%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ბელარუსი (+54%), ისრაელი (+38%), ყაზახეთი (+34%), არაბთა გაერთიანებული საემიროები (+814%) და საუდის არაბეთი (+84%), ისრაელი (+38,0%), აშშ (+8,9%).
აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მოყოლებული ზედიზედ საერთაშორისო მოგზაურების ზრდა ფიქსირდება. თუ აპრილში ზრდა მხოლოდ +0,4%-ს შეადგენდა, მაისში +14,7%, ივნისში +9,3%. ივლისში +9,5%, აგვისტოში +10,0% , ხოლო სექტემბერში +12.6% შეადგინა.
აღსანიშნავია რომ საერთაშორისო მოგზაურების შემოდინებაში პირველივე უარყოფითი სიგნალების დაფიქსირებისას მოხდა კლების ანალიზი და შესაბამის სხდომაზე განისაზღვრა ბაზრების დივერსიფიკაციის აუცილებლობა და შედეგად ჩამოყალიბდა სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით აქცენტი იმ საერთაშორისო აქტივობებზე გაკეთდა, რომელიც ახალი ბაზრებიდან მოგზაურების გაზრდას გაუკეთებდა სტიმულირებას და უკვე ათვისებულ ბაზრებზე სიტუაციას გამოასწორებდა. გატარდა შემდეგი ღონისძიებები: მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ ბაზრებზე (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უნგრეთი, ისრაელი თურქეთი), მარკეტინგული კამპანიები საერთაშორისო მედიის საშუალებით (CNN, EURONEWS) 400-მდე ჟურნალისტის მოწვევა, მედია-ფორუმი, მოლაპარაკების წარმოება ახალი პირდაპირი რეისების დასანიშნად და არსებულის გასაზრდელად.
ზრდა არის საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების კუთხითაც. 2015 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 460 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს (+30.4 მილიონი აშშ დოლარი). პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9%-ია (+21.2 მილიონი აშშ დოლარი).
2015 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად (+17.3%) გაიზარდა ტურიზმის სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულება და 480 მილიონ ლარს მიაღწია ( +70.8 მილიონი ლარი). 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ტურიზმი უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.1%-ს. ზრდა ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით 14.9%-ია (+107.2 მილიონი ლარი).
ამავე პერიოდში (მეორე კვარტალში) მნიშვნელოვნად 37.8%-ით გაიზარდა უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებული გადახდების მოცულობა და 366.9 მილიონი ლარი შეადგინა (+100.7 მილიონი ლარი). აღნიშნული ინდიკატორის მიხედვით ზრდა დაფიქსირდა შემდეგ თვეებშიც. ივლისში მათმა მოცულობამ +32.2%, ხოლო აგვისტოში +27.4% შეადგინა. 2015 წლის 8 თვის მონაცემებით მათი მოცულობა წინა წელთან შედარებით 17.5%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ასეთი პოზიტიური მონაცემები და ზრდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რაც მთავარია მთავრობის ეფექტური და გააზრებული პოლიტიკის შედეგია, ტურისტების რიცხვი იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს ბუნებრივია ხელს უწყობს რეგიონების განვითარებას, საქართველოში უფრო მეტი დახარჯული ფული კი უფრო მეტ ადამიანს უჩენს სურვილს, ჩაერთონ ამ ბიზნესში და შესაბამისად ეს ზრდის დასაქმებულთა რაოდენობასაც- ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.
ტურიზმის სტატისტიკა ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ყოველთვიურ და კუმულატიურ სტატისტიკურ კვლევას.
პოლიტიკა
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
- ამ ადამიანს აუხსნას ვინმემ, რომ საქართველო არ აპირებს, დაადგეს არც უკრაინის და არც მოლდოვის მიერ არჩეულ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას - შალვა პაპუაშვილი პეტერ ფიშერზე
- გამოსავალი მარტივია, უნდა გავაგრძელოთ თვითორგანიზება, საერთაშორისო ველზე, ქუჩაში წინააღმდეგობის გაწევა და ამ თვითორგანიზებით შევძლოთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება - ირაკლი კუპრაძე
- ჩვენ რაღაცნაირად შეგვიყვანეს პოლარიზაციისა და სიძულვილის ჩაკეტილ წრეში, თესავდნენ ჩვენს საზოგადოებაში შეგნებულად სიძულვილს და იგივე ხდება პოლიტიკურ სივრცეშიც - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- “ვაიზერი” პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც MedVeritas Global-თან პარტნიორობა დაიწყო
- მეფე ჩარლზი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
- თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
- გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნების საელჩოები
მსოფლიო
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ფრიდრიხ მერცი, ევროკავშირში სრულ წევრობამდე, უკრაინისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭების ინიციატივით გამოდის
- რუსეთის ქალაქ სიზრანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















