ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უვიზო მიმოსვლა შედის ძალაში

საქართველო, თბილისი - 10:11 | 01.04.2016
ნანახია: 2197

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან 3 ქვეყანასთან და 2 არაღიარებულ ტერიტორიასთან ე.წ. უვიზო მიმოსვლა შედის ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

ქვეყნები, რომლის მოქალაქეებსაც აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შეეძლებათ შესვლა, არის რუსეთი, ტუვალუ და ნიკარაგუა. ასევე ოკუპირებული ცხინვალი და დნესტრისპირეთი.

აფხაზეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლისთვის, რუსეთის საზღვართან 24 საათიანი ე.წ. სავიზო პუნქტი გაიხსნება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე