ვლადიმერ პუტინი ოს სეპარატისტთა ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 10:09 | 31.03.2016
ნანახია: 2019

ვლადიმერ პუტინი დღეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდება.

კრემლის პრეს სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შარშან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას განიხილავენ.

გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შეხვედრის დროს რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შემდგომი თანამშრომლობისა განვითარების გეგმებზე იქნება საუბარი, ასევე შეეხებიან კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე