განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:30 | 02.10.2015
ნანახია: 1915

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ილმაზ მანსურგულერი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე